07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ირანელები ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს გლოვობენ - აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ირანელები ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს გლოვობენ - აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გულის შეტევის შემდეგ, თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.

რაფსანჯანიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1979 წლის რევოლუციის დროს, ქვეყანას კი 1989-1997 წლებში ედგა სათავეში. ის ირანის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც პოსტი ვადის ამოწურვამდე დატოვა.

რაფსანჯანის გარდაცვალების გამო ირანში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ყოფილ პრეზიდენტს თეირანში ხვალ დაკრძალავენ.

დღის ამბები