07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების საქმე - დაკავებულია 16 ადამიანი

საფრანგეთში კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების საქმეზე 16 ადამიანი დააკავეს. შემთხვევა პარიზის სასტუმროში, ოქტომბერში მოხდა. რეალითი შოუების ვარსკვლავს თავს პოლიციის ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები დაესხნენ და 10 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს.

გამოძიების ცნობით, დამნაშავეების კვალზე ისინი შემთხვევის ადგილზე დატოვებული დნმ-ის ანალიზის დახმარებით გავიდნენ. ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაცია ერთდროულად პარიზის რამდენიმე რაიონში ჩატარდა.

დღის ამბები