07 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
მერილ სტრიპის კრიტიკა დონალდ ტრამპს - არჩეულ პრეზიდენტს მსახიობის კრიტიკა არ გაკვირვებია

დონალდ ტრამპმა მერილ სტრიპის კრიტიკას უპასუხა - The New York Times-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსახიობის გამოსვლა არ უნახავს, თუმცა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა არ გაკვირვებია.

საარჩევნო პერიოდში კონკურენტის მხარდაჭერის გამო, დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ მერილ სტრიპი ჰილარი კლინტონზეა შეყვარებული.

სამი ოსკარის მფლობელმა ვარსკვლავმა მერილ სტრიპმა, არჩეული პრეზიდენტი მწვავედ ოქროს გლობუსის ცერემონიაზე გააკრიტიკა, რომელზეც ის კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.

„წელს ერთმა წარმოდგენამ თავზარი დამცა, ეს იყო მომენტი, როდესაც ადამიანმა, რომელმაც ქვეყანაში ყველზე საპატივსაცემო სკამი უნდა დაიკავოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტი გააჯავრა. არ შემიძლია ამ შემთხვევის დავიწყება, რადგან ის არ ყოფილა კინო, ეს რეალური ცხოვრებაა,“ - განაცხადა მსახიობმა.

დღის ამბები