07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლში მიმდინარე "ამბასადორიალში" მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს თურქეთში ჩადის. მიხეილ ჯანელიძე სტამბოლში მიმდინარე ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ქართველი დიპლომატის სიტყვით გამოსვლა.

გარდა ამისა, ჯანელიძე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, პრემიერს და მის თურქ კოლეგას. განხილვის თემები ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები იქნება.

ცნობილია, რომ აქცენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება.

„ეს კიდევ ერთხელ არის აშკარა დემონსტრირება იმ მნიშვნელობისა, რომელიც საქართველოს, როგორც საგარეო პოლიტიკურ ჭრილში გააჩნია რეგიონისათვის,“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში ირაკლი კუპლატაძემ.

დღის ამბები