07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტს შესაძლოა ძალაუფლება კიდევ უფრო გაეზარდოს

თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს შესაძლოა ძალაუფლება კიდევ უფრო გაეზარდოს. ამისთვის საჭირო კანონპროექტი ქვეყნის გენერალურმა ასამბლეამ უკვე განიხილა. საქმე ეხება საკონსტიტუცო ცვლილებებს, რომელსაც შემდგომ ეტაპზე უკვე პარლამენტის მხარდაჭერა თითქმის გარანტირებული აქვს.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს მაქსიმუმ 10 წლიანი ვადით შეეძლება ხელისუფლებაში დარჩენა და გადაწყვეტილებების ნაწილს პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღებს.

ის პირდაპირი გზით დანიშნავს სამხედრო და დაზვერვის სააგენტოების ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის რექტორებს და სასამართლოს წარმომადგენლებს.

დღის ამბები