07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ევროპაში ყინვისა და დიდთოვლობის გამო მსხვერპლის რაოდენობამ 25-ს მიაღწია

ევროპაში ყინვისა და დიდთოვლობის გამო მსხვერპლის რაოდენობამ 25-ს მიაღწია. უამინდობაა სტამბულშიც. 4 დღიანი დიდთოვლობის შემდეგ, ქალაქში პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა, ხოლო ნისლის გამო ბოსფორის სრუტეზე ყველა ტიპის წყლის ტრანსპორტის გადააგილება აკრძალეს.

მეტეროლოლოგები გამოდარებას არც დღეს პროგნოზირებენ. -30 გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა პოლონეთში. ყინვაა ჩეხეთის რესპუბლიკასა და იტალიაშიც.

თოვლისა და ქარბუქის გამო საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია ბულგარეთში, სადაც უამინდობის გამო 75 ათასზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

დღის ამბები