07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ირანში ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ირანში ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ალი აკბარ ჰაშემ რაფ-სან-ჯანისთვის პატივის მისაგებად თეირანის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა და სამგლოვიარო პროცესიას შეუერთდა.

ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ირანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. აკბარ ჰაშემ რაფსან-ჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის გულის შეტევის დიაგნოზით თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

რაფ-სან-ჯანი 1979 წლის რევოლუციის მონაწილე იყო, ირანის პრეზიდენტის პოსტს კი 1989-1997 წლებში იკავებდა.

დღის ამბები