07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ათენში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთის სპეცსამსახური რუსი დიპლომატის გარდაცვალების გარემოებების დადგენაზე მუშაობს. რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, ანდრეი მალანინი ათენში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, 54 წლის მალანინი საელჩოს თანამშრომელმა საძინებელ ოთახში ნახა გარდაცვლილი.

კრიმინალისტების განცხადებით, საცხოვრებელში შეჭრის და ძარცვის კვალი არ შეინიშნება, ამიტომ გამოძიება ძალადობის ვერსიას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ დიპლომატი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

დღის ამბები