07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
დიდთოვლობა და ყინვები სტამბოლში - შეწყდა სასწავლო პროცესი და შემცირებულია სამუშაო საათები

დიდთოვლობისა და ყინვების გამო სტამბოლში სასწავლო პროცესი შეწყდა და სამუშაო საათები შეამცირეს. გადაწყვეტილება ქალაქის გუბერნატორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მეგაპოლისში უამინდობამ გადაადგილების სერიოზული პრობლემები შექმნა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. მოყინულ გზებზე გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ქალაქის მერიამ სტამბოლში ტრაილერების გადაადგილება აკრძალა. ბოსფორის სრუტეში შეწყვეტილია სანაოსნო მიმოსვლა, აეროპორტებში კი 1400-მდე რეისი გადაიდო.

მეტეოროლოგების განცხადებით, ბოლო დღეებში სტამბოლში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა და უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები