07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ყველა მივიდა ერთ ძირითად დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია შეერთებული შტატების არჩევნების პროცესში - ჯონ კირბი

ამერიკელი კონგრესმენები დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც რუსეთის კიბერ-თავდასხმებს 11 სექტემბრის ტერაქტების მსგავსად გამოიძიებს. დემოკრატი კონკრესმენების ინიციატივით, 12 კაციანი კომისია ორივე პარტიის წარმომადგენლებისგან უნდა ჩამოყალიბდეს.

მათ მოწმეების გამოკითხვის, დოკუმენტების მოძიებისა და სასამართლო უწყებების გაცემის უფლება ექმნებათ. კომისიის შექმნისთვის კონგრესმა საგანგებო კანონი უნდა მიიღოს.

ცნობილია, რომ ინიციატივას წარმომადგენელთა პალატის სრული მხარდაჭერა აქვს, სენატის პოზიცია კი, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს ეკუთვნით, ჯერ უცნობია.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. ვაშინგტონში კი განმარტავენ, რომ ინფორმაციის წყაროს და მოძიების მეთოდს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროვებენ.

"ამ საკითხს სადაზვერვო საზოგადოების 17 სხვადასხვა ორგანიზაცია სწავლობდა და ყველა მივიდა ერთ ძირითად დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია შეერთებული შტატების არჩევნების პროცესში. არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ საიდუმლო მოხსენების გასაჯაროებული ვერსია არ მოიცავს დაზვერვის სამსახურის კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ინფორმაციის მოძიებასა და წყაროებს ეხება. ამის გასაჯაროება უპასუხისმგებლო იქნებოდა. ამერიკელი ხალხი აცნობიერებს, რომ ეს სამსახურები პასუხისმგებლები არიან ჩვენი ქვეყნის საიდუმლოების დაცვაზე, რომ მომავალშიც შეძლონ ჩვენი მოქალაქეების დაცვა," - განაცხადა ჯონ კირბიმ

დღის ამბები