07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი "ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო მაგისტრალის დროულად ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დროულად ამოქმედების აუცილებლობასა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

ასევე ისაუბრეს თურქეთის მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე.

მიხეილ ჯანელიძე ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და თავის კოლეგას. მონაწილეობა მიიღო თურქეთის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაშიც.

„25 წლის წინ ანკარასა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეკონომიკური პროექტების ფართო სპექტრის შექმნა მოჰყვა. თურქეთის რესპუბლიკამ, საქართველოსა და მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად არაერთხელ დაამტკიცა, რომ ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საიმედო პარტნიორია მთელი ევროპისთვის. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტები ენერგო დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით არაერთი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ სამივე ქვეყანა მზადაა თბილისი-ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი დაასრულოს. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კორიდორის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკის დაკავშირებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს,”-განაცხადა ჯანელიძემ.

დღის ამბები