03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
იტალიაში ჩაძირულ გემზე საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა

იტალიაში ჩაძირულ გემზე საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა ხომალდიდან 5 ქართველის ევაკუცია შეძლეს, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადასტურებს იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე. მისი თქმით, საკონსულო დეპარტამენტი იტალიელი სამართალდამცველებისგან ელოდება ახალი ინფორმაციის მიღებას ქართველების შესახებ. დიპლომატი ამბობს, რომ გადარჩენილი ქართველები მაშველებმა სხვა გემზე გადაიყვანეს, თუმცა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები