07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის უმაღლეს პალატაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების კანონპროექტი შეიტანეს

ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის უმაღლეს პალატაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების კანონპროექტი შეიტანეს. საკანონდმდებლო ინიციატივა რუსეთის ჰაკერული თავდასხმების განხილვას მოჰყვა. კანონპროექტის ინიციატორები რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, მარკო რუბიო და დემოკრატები ბენ კარდინი და რობერტ მენენდესი არიან. მათი განცხადებით რუსეთმა შეერთებული შტატებზე თავდასხმა განახორციელა, ამ ქმედებას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. შეერთებულმა შტატებმა უნდა მიანიშნოს რუსეთს, რომ მსგავს ქმედებას შედეგები ექნება.

ამერიკელი სენატორების ინიციატივას კრემლში გამოეხმაურნენ და ეს ქმედება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასეს.

დღის ამბები