07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
აშშ-ს დაზვერვის მეთურებმა დონალდ ტრამპს რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვების დამადასტურებელი ანგარიში წარუდგინეს

შეერთებული შტატების დაზვერვის მეთურებმა დონალდ ტრამპს რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვების დამადასტურებელი ანგარიში წარუდგინეს. სადაზვერვო სამსახურის განმარტებით კომპრომატების შეგროვება პრეზიდენტობის დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდიატებზე ერთდროულად მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ის ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომელიც დემოკრატიულ პარტიასა ჰილარი კლინტონის რეპუტაციას მიყენებდა დარტყმას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის თანაშემწეებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შუამავლებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს რუსეთის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატების შეგროვებას თავად დონალდ ტრამპმა  "ცრუ ინფორმაცია"" უწოდა. განცხადება მან ტვიტერის საშუალებით გააკეთა.

დღის ამბები