07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ალაბამაში ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი

შეერთებული შტატების პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა, რომელსაც ქალაქ ტუსკალუზასში, საფინანსო დაწესებულების განყოფილების შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამართალდამცველები შენობაში შეიჭრნენ და დამნაშავე დააკავეს.

სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მძევლების აყვანის მოტივი საფინანსო დაწესებულების ძარცვა იყო.

დღის ამბები