03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
გემზე დაკარგულ ორ ქართველს შორის ერთი სასულიერო პირია

გემზე, რომელმაც იტალიაში კატასტროფა განიცადა, ქართველი სასულიერო პირიც იმყოფებოდა. მამა ილია კარტოზია ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც იტალიელი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი იტალიაში. კახა სიხარულიძის განცხადებით, ხომალდზე მყოფი 7 ქართველიდან 5-ის ევაკუაცია მოხდა, ორის სამძებრო ოპერაცია კი ისევ მიმდინარეობს. მამა ილია კარტოზიას გემზე ყოფნას და მის დაკარგვას არ ადასტურებს საქართველოს საპატრიარქო.
შეგახსენებთ, გემს, რომელიც პორტ „იღუმენიდან” იტალიის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, ცეცხლი გაუჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები