07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰილარი კლინტონი პუბლიკის წინაშე მეორედ გამოჩნდა

არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰილარი კლინტონი პუბლიკის წინაშე მეორედ გამოჩნდა. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში ამერიკული დიპლომატიის ცენტრში მისი სახელობის პავილიონის გახსნაზე მივიდა. ცერემონიას ჰილარი კლინტონის კოლეგები, ჯონ კერი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელიც დაესწრნენ.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები მსოფლიოსთვის სამაგალითო ქვეყანაა, რადგან ის უნივერსალური ღირებულებებისა და მისწრაფებების სადარაჯოზე დგას.

კლინტონის თქმით, მსოფლიოს გარშემო დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა საფრთხეშია, რადგან ავტორიტარიზმის მზარდი ტენდენციები შეინიშნება.

დღის ამბები