07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ბრეივიკი პროკურორებმა საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიშ პიროვნებად გამოაცხადეს

ანდერს ბრეივიკი პროკურორებმა საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიშ პიროვნებად გამოაცხადეს. პროკურორებს მიაჩნიათ, რომ ნორვეგიელი ტერორისტი, რომელიც 77 ადამიანის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, დღეისათვის კიდევ უფრო რადიკალურია, ვიდრე დანაშაულის ჩადენის დროს.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრეივიკი სამარტოო საკანში, სხვა პატიმრებისგან იზოლაციაში უნდა დარჩეს. ანდერს ბრეივიკმა, იზოლაციაში ყოფნის გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამ პირობას არაადამიანური და ღირსების შემლახველი უწოდა. ეს პროცესი მან გასულ წელს მოიგო და მთავრობას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაც დააკისრა.

ნორვეგიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ანდერს ბრეივიკს 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის სასამართლო დარბაზში მყოფებს ნაცისტური ჟესტით მიესალმა.

დღის ამბები