03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
იტალიურ ბორანზე ცეცხლი ლოკალიზებულია

საბერძნეთის სანაპიროსთან იტალიურ ბორანზე გაჩენილ ხანძარს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ცეცხლი ნაწილობრივ უკვე ლოკალიზებულია. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი და ის საბერძნეთის მოქალაქეა.

ბორანზე მყოფი 478 მგზავრიდან მაშველებმა 201-ის გამოყვანა უკვე შეძლეს. 8 მათგანს დამწვრობები აღენიშნება და ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანარჩენების გამოყვანას ხელს ძლიერი ქარი და ტალღებიც უშლის.

ბორანი იტალიური კომპანიის "ნორმან ატლანტიკის" კუთვნილებაა. სამაშველო ოპერაციაში ბერძნული და იტალიური ვერტმფრენებიც ჩართეს. მგზავრებს შორის ქართველებთან ერთად არიან გერმანიის, ალბანეთის, ბელგიის, სირიის, იტალიის, ავსტრიის, თურქეთის, ნიდერლანდებისა და რუსეთის მოქალაქეებიც.

"სამწუხაროდ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, უნდა გაცნობოთ, რომ ერთი ბერძენი მგზავრი გარდაიცვალა. ხანძარი ნაწილობრივ ჩამქრალია და გემი უკვე მიამაგრეს მისაბმელიან ნავს ბრინდისის პორტში გადასაყვანად," - განაცხადა საბერძნეთის ნაოსნობის მინისტრმა მილტიადას ვარვიციოტისმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები