07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
CNN - რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს

რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს. ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, კომპრომატები მოსკოვმა ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოიძია და სწორედ ამაზეა საუბარი დაზვერვის ანგარიშის გასაიდუმლოებულ ნაწილში, რომელიც მხოლოდ მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს და 8 სენატორს გააცნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს კომპრომატები პრეზიდენტობის ორივე კანდიდატზე ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ჰილარი კლინტონის გაასაჯაროვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსები გაეზარდა.

CNN-ის წყაროს ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.

თავად ტრამპმა გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილი" და "ალქაჯებზე ნადირობა" უწოდა.

საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საქმეზე სენატის დაზვერვის კომიტეტში 4 მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმაც ილაპარაკა. მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ რუსი ჰაკერები პუტინის დავალებით მოქმედებდნენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევით რუსეთმა საზოგადოებრივი პოლიტიკური ხედვის შეცვლა სავარაუდოდ 20-მდე ქვეყანაში სცადა.

 

დღის ამბები