07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
კრემლი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატების ფლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

კრემლი უარყოფს ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და მას მაკულატურად მოიხსენიებს.

"სიყალბედ" და "ალქაჯებზე ნადირობად" აფასებს CNN-ის ცნობას დონალდ ტრამპიც, რომელმაც განცხადება twitter-ის ქსელში გაავრცელა.

ტელეარხის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ კომპრომატებზე დაზვერვის სამსახურის ანგარიშის გასაიდუმლოებულ ნაწილშია საუბარი, რომელიც ობამასა და ტრამპის გარდა, სენატორებსაც გააცნეს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა კომპრომატები ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოაგროვა, თუმცა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცნობები მხოლოდ ჰილარი კლინტონის შესახებ გაასაჯაროვა.

დღის ამბები