07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას ადასტურებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას ადასტურებს.

ამის შესახებ რექს ტილერსონმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.

სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა დადებითი პასუხი გასცა სენატორ ბობ მენდესის კითხვას -​ არღვევს თუ არა რუსეთი უცხო ქვეყნების კერძოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს.

რექს ტილერსონი დაეთანხმა სენატორს იმაშიც, რომ საერთაშორისო წესრიგი სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და მათი საზღვრების ურღვევობას გულისხმობს და რომ რუსეთი ამ პრინციპს უგულებელყოფს.

დღის ამბები