07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
დონალდ ტრამპმა პირველი პრესკონფერენცია ჟურნალისტების და სპეცსამსახურების კრიტიკით დაიწყო

შეერთებული შტატების დაზვერვის უწყება რუსეთში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატების შესახებ მედიაში გავრცელებასთან კავშირს უარყოფს.

განცხადება ჯეიმს კლეპერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა სპეცსამსახურებს დააკისრა.

დაზვერვის სამსახურის გარდა, ტრამპის პირველ პრესკონფერენციაზე კრიტიკის ობიექტი მედიაც გახდა.

დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია მედიისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, თუმცა რამდენიმე წუთში კრიტიკაზე გადავიდა. არჩეულმა პრეზიდენტმა CNN-ის  ჟურნალისტს კომპრომატების შესახებ კითხვის დასმის უფლება არ მისცა და ტელეარხს დეზინფორმატორი უწოდა.

მედიასთან შეხვედრისას მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა და კიბერთავდასხმები იყო. ტრამპმა საიდუმლო მასალების მედიაში გავრცელებას სამარცხვინო ფაქტი უწოდა, თუმცა აღიარა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ ორგანიზებული იყო.

ავტორები : თამარ ჭავჭავაძე, ედიშერ თათელიშვილი




დღის ამბები