07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტს ლიბეს კომიტეტში მხარი დაუჭირეს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტს  ლიბეს კომიტეტში კენჭი უყარეს.

დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ შეძლებენ, მხარი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

დეპუტატებმა პროცესში წინგადადგმული დაბიჯი დადებითად შეაფასეს.

 „დიდი მადლობა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, ამიტომ დროა, ევროკავშირმა ყველა ძალისხმევა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში მოკლევადიანი ვიზიტებისას. და მეორე  რამ, რაც მინდოდა მეთქვა, მოვუწოდოთ ევროკავშირის საბჭოს დაასრულოს საბოლოო შიდა ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომ კენჭი ვუყაროთ ამ დოკუმენტს თებერვლის სესიაზე. ეს იქნება მკაფიო გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა. 

ავტორი: ნათია გოგსაძე.

დღის ამბები