07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მა ევროპაში სამხედრო ძალების გაძლიერება დაიწყო

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ევროპაში სამხედრო ძალების გაძლიერება დაიწყო. პოლონეთში ამერიკელი სამხედროების პირველი ჯგუფი და ტექნიკის პირველი პარტია ჩავიდა.

გეგმის თანახმად, რეგიონში 4 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი განთავსდება, რომელთა როტაციაც 9 თვეში ერთხელ მოხდება. ამერიკული ბრიგადა პოლონეთში თვის ბოლოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებასაც ჩაატარებს.

ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაძლიერების მიზანი, ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაში დარწმუნებაა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით კი, ეს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს.

დღის ამბები