07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ჩეჩნეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

ჩეჩნეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ორდღიანი ოპერაციის დროს შეიარაღებული დაჯგუფების 4 წევრი მოკლეს, 20-ზე მეტი კი დააკავეს.

შეტაკების დროს დაიღუპა ორი სპეცრაზმელიც. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, მებრძოლებს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირი და მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავდნენ. სპეცოპერაციის შედეგად დიდი რაოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალაც ამოიღეს.

დღის ამბები