07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
თურქეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

თურქეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს. ფიზიკური დაპირისპირება მმართველი გუნდისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერი ღია კენჭისყრის პროცესის მობილური ტელეფონით გადაღება სცადა.

ჩხუბს საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატები უძღოდა წინ, რომლის დროსაც ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფარული კენჭისყრის ჩატარებას ითხოვდა. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს ძალაუფლება ეზრდება და ის ქვეყნის სათავეში დარჩენას 2029 წლამდე შეძლებს.

დღის ამბები