07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
კუნძულ კვიპროსის პოლიტიკური მოწყობის შესახებ მოლაპარაკებები კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ჟენევაში კუნძულ კვიპროსის პოლიტიკური მოწყობის შესახებ მოლაპარაკებები კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. კვიპროსის, საბერძნეთისა და თურქეთის გარდა, მოლაპარაკებებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს ახალი გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დაესწრო.

შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება. შეთანხმება, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, გულისხმობს კუნძულის ფედერალური მოწყობის თაობაზე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და იქ თურქი სამხედროების ყოფნის შესაძლებლობის გადახედვასაც. 

დღის ამბები