07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
Human Rights Watch-ის ანგარიში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო

Human Rights Watch-ის 687 გვერდიან ანგარიშში ასევე საუბარია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროპაში მემარჯვენე რადიკალური პარტიების შეხედულებებზე. დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, დონალდ ტრამპის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე და პოპულისტური პარტიები ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვას საფრთხეს უქმნიან.

მათი შეფასებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის არატოლერანტული პოლიტიკა კამპანიის პერიოდში უფრო მკაფიო გახდა. Human Rights Watch-ის ექსპერტების აზრით, ევროპაში ბევრ პოპულისტურ პოლიტიკურ პარტიას და მოქმედ ხელისუფლებას კვლავ მიგრაციისა და მუსლიმების საწინააღმდეგო მიდგომები აქვს.

ანგარიშში გაკრიტიკებული არიან ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი განსხვავებული აზრის მქონე ადმაინების დევნისთვის.

დღის ამბები