07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ბრიტანულმა მედიამ ტრამპის რუსული დოსიეს ავტორის პირველი ფოტო გაავრცელა

ბრიტანულმა მედიამ დონალდ ტრამპის რუსული დოსიეს ავტორის პირველი ფოტო გაავრცელა. ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი აგენტის კრისტოფერ სტილის ადგილსამყოფელი კი ისევ უცნობია. პრესაში მისი ვინაობის დასახელების შემდეგ, სტილი ოჯახთან ერთად მიიმალა.

გავრცელებული ცნობით, აგენტს მოსკოვის მხრიდან შურისძიების ეშინია. კრისტოფერ სტილმა რუსულ წყაროზე დაყრდნობით ორგვერდიანი დოკუმენტი მოამზადა და შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურს გააცნო.

მისი ინფორმაციით, რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს.

დღის ამბები