07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ბრიტანელმა მსახიობმა იდრის ელბამ საკუთარი თავი აუქციონზე გაიტანა

ბრიტანელმა მსახიობმა იდრის ელბამ საკუთარი თავი აუქციონზე გაიტანა. ამ უჩვეულო გადაწყვეტილების მიზანი ქველმოქმედებაა.

ვალენტინის დღეს მსახიობთან საღამოს გატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუმცა თანხა უნდა გადაიხადოს, რომელიც აფრიკელი გოგონების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

ორგანიზატორთა განცხადებით, მსურველებმა თანხის გაღება უკვე დაიწყეს და მსახიობთან 14 თებერვალს მხოლოდ ის გოგონა ისადილებს, ვინც ფონდში ყველაზე მეტ ფულს გადარიცხავს.

დღის ამბები