07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
დიდთოვლობა და გაუსაძლისი ყინვები გერმანიაში, ბრიტანეთსა და საბერძნეთში

გერმანიაში, ბრიტანეთსა და საბერძნეთში დიდთოვლობა და გაუსაძლისი ყინვებია. ბერლინს ციკლონმა გადაუარა, რასაც ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. მოიყინა გზები, რის გამოც ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. ავტოავარიების თავიდან აცილების მიზნით, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მეხუთე დღეა გადაუღებლად თოვს საბერძნეთში, სადაც რამდენიმე დასახლება გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

კუნძულ სკოპელოსზე თოვლით დაფარული სახლებიდან ადგილობრივები მაშველებმა ვერტმფრენებით გაიყვანეს.

ევროპაში ყინულოვანი შტორმის ამსახველ ფოტოებს BBC ავრცელებს

ამავე თემაზე
დღის ამბები