07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
დონალდ ტრამპმა კიბერთავდასხმების გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების პირობებზე ისაუბრა

დონალდ ტრამპმა კიბერთავდასხმების გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების პირობები დაასახელა. უოლ სტრიტ ჯორნალისთვის მიცემულ ინტერვიუში არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სანქციების შენარჩუნებას აპირებს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვთან წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეზღუდვების გაუქმებას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით საკუთარ გამოძიებას სენატის დაზვერვის კომიტეტი ჩაატარებს.

კომიტეტი რუსეთის კიბერსაქმიანობასა და დაზვერვის მეთოდებს შეისწავლის, იგეგმება მოქმედი და მომავალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დაკითხვაც.

დღის ამბები