07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
აშშ-ს კონგრესმა სამედიცინო დაზღვევის რეფორმის გაუქმების საკითხს კენჭი უყარა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სამედიცინო დაზღვევის რეფორმის გაუქმების საკითხს კენჭი უყარა. ე.წ. "ობამა-ქეარის" პროგრამის გაუქმების პროცედურის დაწყებას მხარი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 227-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 198 წავიდა.

ანალოგიური გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ სენატმაც მიიღო. "ობამა ქეარის" პროგრამის გაუქმება წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

სამედიცინო დაზღვევის სისტემების რეფორმის კანონი შეერთებულ შტატებში 2010 წელს მიიღეს.

მას შემდეგ რესპუბლიკელებმა მისი გაუქმება არაერთხელ სცადეს, თუმცა პრეზიდენტი ობამა ყოველთვის ვეტოს უფლებას იყენებდა.

 

დღის ამბები