07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ნგრევა სტამბოლში - დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია

ნგრევას სტამბოლში მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის ცენტრში 6 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. დაიღუპა ორი გამვლელი, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 ადამიანი კი დაშავდა.

ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, შენობა ერთ წელზე მეტია ცარიელი იყო.

ნგრევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე შენობაც დაზიანდა.

დღის ამბები