07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ევროპის ქვეყნების ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცა

გაუსაძლის ყინვებთან და დიდთოვლობასთან ერთად, ევროპის ქვეყნებს ძლიერი შტორმიც დაატყდა თავს. სტიქია ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სანაპირო რეგიონებს უტევს.

ძლიერი ქარისა და რამდენიმე მეტრიანი ტალღების გამო სამაშველო ჯგუფები სპეციალურ დამცავ ჯებირებს ამაგრებენ, თუმცა მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ მაინც გააფრთხილეს.

სტიქიის გამო ბრიტანეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციაც განხორციელდა.

ევროპის ქვეყნების ნაწილში კი ჰაერის ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცა, რაც ამ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

დღის ამბები