07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ჯონი დეპი ემბერ ჰერდს გაშორდა

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ერთმანეთს ოფიციალურად გაშორდნენ. სასამართლო პროცესი ლოს ანჯელესში 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყვილის შეთანხმების თანახმად, დეპი ყოფილ მეუღლეს 7 მილიონ დოლარს გადაუხდის, გადარიცხვები 2018 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ემბერ ჰერდს დარჩება ორი ძვირადღირებული ავტომობილი, ორი ძაღლი და ერთი ცხენი.

53 წლის ჯონი დეპი 30 წლის ემბერ ჰერდზე 2015 წლის თებერვალში დაქორწინდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ჰერდმა მეუღლე ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და განქორწინება მოითხოვა.

დღის ამბები