07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა ტაილანდში - შემთხვევას პილოტი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა ტაილანდში - შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ავიაშოუს დროს მოხდა. ერთ-ერთი მანევრის შესრულების დროს პილოტმა სამხედრო თვითმფრინავის მართვის კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც გამანადგურებელი ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ავიაკატასტროფას პილოტი ემსხვერპლა, აეროპორტის ტერიტორიიდან კი მაყურებელთა ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილობრივი რეისები მეზობელი პროვინციის აეროპორტში გადაამისამართეს.

დღის ამბები