07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობისთვის სისტემატური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ

გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობისთვის სისტემატურ ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. გამოცემა შპიგელის ცნობით, ამის შესახებ საუბარია გერმანიის ხელისუფლებისათვის მომზადებულ ახალ დასკვნაში.

დოკუმენტის ავტორების შეფასებით, მოსკოვი წლებია ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის ქვეყნებზე, მიზანმიმართულად აღვივებს დასავლეთში საზოგადოებრივ კონფლიქტებს და ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირი.

პარალელურად, სააგენტო როიტერი წერს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებში რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის შესაჩერებლად თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერებაზე მუშაობენ.

ვარაუდობენ, რომ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზე მოსკოვი ულტრამემარჯვენე და პოპულისტურ პარტიებს დაუჭერს მხარს, ამიტომ შეიქმნება სპეციალური ცენტრები, რომლის მიზანიც არასწორი ინფორმაციების გამოვლენა და რუსულენოვან აუდიტორიაზე გათვლილი სოციალური ქსელების მონიტორინგი იქნება.

დღის ამბები