07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ბარაკ ობამამ ბოლო ყოველკვირეული მიმართვა ამერიკელ ხალხს მიუძღვნა

ბარაკ ობამამ თავისი ბოლო ყოველკვირეული მიმართვა ამერიკელ ხალხს მიუძღვნა. პრეზიდენტმა ინტერნეტ და რადიო მიმართვაში ძირითადად გამოსამშვიდობებელი სიტყვის გზავნილები გაიმეორა.

ბარაკ ობამამ მიმართვაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ის 8 წლის განმავლობაში უკეთეს პრეზიდენტად და ადამიანად აქციეს.

ბარაკ ობამამ პოლიტიკური განსხვავებულობისა და უთანხმოების მიუხედავად, ამერიკელებს საერთო პრინციპების გარშემო გაერთიანებისკენაც მოუწოდა.

ბარაკ ობამას თქმით, ქვეყნის წარმატება თითოეული ადამიანის ჩართულობაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები