07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
დემონსტრაცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინააღმდეგ - ვაშინგტონის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ადამიანის უფლებათა დამცველები ვაშინგტონის ქუჩებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მასშტაბურ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

მომიტინგეები მხარს უჭერდნენ დემოკრატ კონგრესმენ ჯონ ლუისს, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიაჩნია და ამიტომ მისი ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება. ამის გამო, ის არჩეულმა პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა ჯონ ლუისს, რომელსაც ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლის გამო ხშირად გმირს უწოდებენ, ლაპარაკის ნაცვლად საქმის გაკეთება ურჩია.

დღის ამბები