07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
თურქეთი და რუსეთი სირიის კრიზისთან დაკავშირებით დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ის მიწვევაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და რუსეთი ასტანაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების მიწვევაზე შეთანხმდნენ. განცხადება ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მევლუტ ჩავუშ ოღლუს თქმით, საკითხი რუსეთთან დიპლომატიურ დონეზე განიხილეს, თუმცა მოსკოვში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ფორმატთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დასრულებულა.

შეხვედრა ასტანაში სავარაუდოდ 23 იანვარს გაიმართება და მას გაეროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, სირიაში ავიაიერიშები ამ დრომდე გრძელდება. დაბომბვას იდლიბის რეგიონში გუშინ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები