07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში - ქვეყანაში ამერიკელ სამხედროებს საზეიმოდ დახვდნენ

პოლონეთში ამერიკელ სამხედროებს საზეიმოდ დახვდნენ - ცერემონია ქალაქ ჟაგანში გაიმართა და მას ქვეყნის პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და პოლონეთში შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდნენ.

მიმართვის დროს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სმოლენსკის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ლეხ კაჩინსკიმ 2008 წელს საქართველოში წარმოთქვა, რომ აუცილებელია რუსეთის აგრესიულ გეგმებს შეეწინააღმდეგონ.

ბოლო დღეების განმავლობაში, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკასთან ერთად, პოლონეთში 4 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაციც ჩავიდა. ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების გაძლიერების გადაწყვეტილება რუსული აგრესიის საპასუხოდ მიიღო.

დღის ამბები