07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ბრიუსელში - მოლენბეკის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს

ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა მოლენბეკის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. პროკურატურის ცნობით, რეიდის დროს პოლიციამ დაკითხვის მიზნით 3 ეჭვმიტანილიც დააკავა.

სპეცოპერაციის პერიოდში მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალეს. საერთაშორისო ყურადღება მოლენბეკმა 2015 წლის ნოემბერში მიიქცია, როდესაც გაირკვა, რომ პარიზის ტერაქტის მონაწილეები სწორედ ბრიუსელის ამ რაიონში ცხოვრობდნენ.

დღის ამბები