07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია მოსკოვის ცენტრში

პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია მოსკოვის ცენტრში მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

არასანქცირებულ შეკრებაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის 40-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებებიდან რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

დემონსტრანტები უფრო მასშტაბური აქციის გამართვის უფლებასა და პოლიტპატიმრების, მათ შორის ილდარ დადინის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 34 წლის დადინს, რომელიც ვლადიმერ პუტინის კრიტიკით გამოირჩევა, მოსკოვის სასამართლომ დეკემბერში 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები