07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების მორიგი ნავი ჩაიძირა - 100-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების მორიგი ნავი ჩაიძირა. 100-მდე ადამიანს  ამ დრომდე ეძებენ. იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 8 ცხედარი უკვე იპოვეს, 4 ადამიანი კი გადაარჩინეს. 4 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა ქალაქ ალხესირასის სანაპიროსთან ესპანეთის სანაპირო დაცვამაც. კიდევ 21 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არალეგალები ორი ნავით მგზავრობდნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს ევროპის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობას 5 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

დღის ამბები