07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ეს 400 ტიპის ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განალაგა. საჰაერო თავდაცვის 8 სისტემა ქალაქ ფეოდოსიაში გაგზავნეს და სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს.

რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, სისტემას რეგიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ.

ეს 400 ტიპის კომპლექსს შეუძლია, სამიზნე 600 კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინოს და ერთდროულად 36 მოძრავი სამიზნე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები გაანადგუროს.

დღის ამბები