07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
გროზნოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს

გროზნოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მიმალვა მოახერხა.

ინფორმაცია იმრან დაცაევის დაკავების შესახებ თავად რესპუბლიკის ლიდერმა გაავრცელა. რამზან კადიროვის თქმით, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან დააკავეს და ის ძალზე საშიში ტერორისტია.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩეჩნეთში 11 იანვარს ღამეს ჩატარდა. შეტაკების დროს 4 მებრძოლი მოკლეს, რომლებსაც დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს. დაიღუპა ორი სპეცრაზმელიც.

დღის ამბები