07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ჯონ კერიმ ვიეტნამის ომის ადგილი მოინახულა

შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანმა ვიეტნამის ომის ადგილი მოინახულა. ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტის დროს, ჯონ კერიმ ნავით მდინარე მეკონგზე გაისეირნა, რომელსაც 26 წლის ასაკში, ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიცრის სტატუსით იცავდა.

კერი პარტიზანული დაჯგუფების ვიეტკონგის ყოფილ მებრძოლსაც შეხვდა. 70 წლის ვო ვო ტამი 1969 წლის 28 თებერვალს ჯონ კერის ნავზე თავდასხმაში მონაწილეობდა. სახელმწიფო მდივანმა ყოფილ მტერს ხელი ჩამოართვა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორივე ცოცხლები არიან. კონფლიქტს ასობით ათას ვიეტნამელთან ერთად, 58 ათასი ამერიკელი სამხედროც ემსხვერპლა.

დღის ამბები