07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
Airbus 330-მა აფეთქების საფრთხის გამო, ქუვეითში ავარიული დაშვება განახორციელა

განგაში გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ის თვითმფრინავის ბორტზე - აფეთქების საფრთხის გამო Airbus 330-მა ქუვეითში ავარიული დაშვება განახორციელა, თუმცა შემოწმების შემდეგ ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა.

პილოტების განცხადებით, ავარიული დაშვების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. თვითმფრინავი რეისს ომანიდან კიოლნის მიმართულებით ასრულებდა, ბორტზე კი 287 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. ცნობილია, რომ მგზავრებს გერმანიაში იმავე ლაინერით დააბრუნებენ.

დღის ამბები